ყაზახეთში ლიცენზირებული კრიპტობირჟები ამუშავდება

ყაზახეში, ასტანის საერთაშორისო საფინანსო ცენტრში, მალე ლიცენზირებული კრიპტობირჟები ამუშავდება. 

ამის შესახებ მედიას AIFC-ის ფინანსური მომსახურების რეგულირების კომიტეტის (AFSA) ფინანსური ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორმა იაგუბ ზამანოვა განუცხადა.

AFSA-ამ ლიცენზია 6 კომპანიაზე გასცა, რათა ციფრული აქტივების პლატფორმის (კრიპტობირჟის) მართვისთვის ფინანსური მომსახურება უზრუნველყონ. აქედან 3 კომპანია 2022 წლის მარტიდანაა ლიცენზირებული.

ამჟამად, კრიპტობირჟების უმეტესობა მოსამზადებელ სამუშაოს ასრულებს, რაც დამატებითი მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას უკავშირდება. 

კრიპტობირჟებმა უნდა უზრუნველყონ პრევენციული ზომები, რათა არ მოხდეს მათი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნით გამოყენება.