უკრაინის ელჩმა ვატიკანში ანდრეი იურაშმა რომის პაპი ფრანცისკე, კიევის მახლობლად ბუჩაში, რუსეთის ომის დანაშაულების მტკიცებულებების სანახავად მიიწვია.
იურაშის განცხადებით, პაპის ვიზიტი ჯერ კიდევ განიხილება, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება მოელის, რომ რომის პაპი „ჩავა იქ, სადაც რუსეთის არმიამ უდანაშაულო ადამიანები დახოცა. ბუჩაში, კიევიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში, დაახლოებით 1400 უდანაშაულო ადამიანის ცხედარი იპოვეს".
მისი თქმით, „უკრაინული მხარე აუცილებლად შესთავაზებს პონტიფიკოსს ბუჩაში ომის დანაშაულის მტკიცებულებების სანახავად ჩასვლას“.
იურაშმა თქვა, რომ კიევს სურს, რომ ფრანცისკემ რუსი სამხედროების მიერ მოკლული უდანაშაულო მსხვერპლთა საფლავებზე ილოცოს.