ჩრდილოეთ კორეამ ონჩეონიდან დასავლეთ სანაპიროზე, დღეს დილით ორი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ Reuters სამხრეთ კორეიდან სამხედრო წყარომ განუცხადა.
ჩრდილოეთ კორეამ ფრთოსანი რაკეტები მას შემდეგ გაუშვა, რაც სეულმა და ვაშინგტონმა სამხედრო სწავლებები დაიწყეს. Ulchi Freedom Shield-ის ფარგლებში სახმელეთო სწავლება 22 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე გაიმართება.
წყაროს ცნობთ, სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედროები რაკეტების ფრენის დეტალებს სწავლობენ, მათ შორის იმას, თუ რა მანძილზე გადაადგილდა ფრთოსანი რაკეტა.
CNN-ის გათვლებით, მიმდინარე წელს ჩრდილოეთ კორეამ ფრთოსანი რაკეტები მე-18 გაუშვა.