უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ მიანიშნა, რომ დაკარგული ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრშეტევა შეიძლება, მალე დაიწყოს, აღწერს უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლის სიტყვებს CNN.
„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღის ფაქტორი“, - დაამატა უწყების სპიკერმა.
„დაზვერვის მთავარი დირექტორატი დიდი ხანია, აცხადებს, რომ აგვისტო და სექტემბერი მთელ ფრონტზე მოვლენების შემდგომი განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება“, - აღნიშნავს სპიკერი.
უკრაინის ოფიციალური პირები კვირების განმავლობაში იუწყებოდნენ უკრაინის კონტრშეტევაზე ოკუპირებული ტერიტორიის - კონკრეტულად კი, სამხრეთის დასაბრუნებლად.
ინფორმაციისთვის, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე - უკრაინის ეროვნული დღესასწაული ყოველი წლის 24 აგვისტოს აღინიშნება.