ყაზახეთში 2022 წლის სასწავლო წლიდან, სახელმწიფო სკოლებში პირველი კლასიდან რუსული ენის შესწავლა უქმდება. ამის შესახებ ყაზახეთის განათლების მინისტრმა ასხატ აიმაგამბეტოვმა განაცხადა, იუწყება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვებგვერდი.
ასხატ აიმაგამბეტოვის თქმით, „სპეციალური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პირველკლასელებს უჭირთ ერთდროულად სამი ენის სწავლა. ამიტომ გადაწყდა, რომ სახელმწიფო სკოლებში გაკვეთილები ჩატარდეს მხოლოდ ყაზახურ ენაზე, ხოლო რუსულენოვან სკოლებში - ყაზახურ და რუსულ ენებზე“.
ინგლისური ენის შესწავლა ყაზახეთის სკოლებში მესამე კლასიდან შემოვა.