უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

„უკრაინაში, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედაგად განვითარებული გართულებების გამო, ქართველი მებრძოლი  გარდაიცვალა“, - შესაბამის ინფორმაციას მისი და ავრცელებს.
 
„19 აგვისტოს, პარასკევს 10:00 საათზე თბილისის აეროპორტში დავხვდებით და გადმოვასვენებთ ქაშვეთის ეკლესიაში. პანაშვიდი გაიმართება 12:00-დან - 20:00 საათამდე“, - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საკონსულო შესაბამის პროცედურებს აწარმოებს.
 
„უკრაინაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - განუცხადეს Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
 
უკრაინაში 18 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.