Starbucks-ი რუსეთში Stars coffee-ს სახელწოდებით გაიხსნება. მანამდე, თანამფლობელებმა როსპატენტში წარადგინეს სამი განაცხადი ყავის სახლების სახელების რეგისტრაციისთვის - Stars Pinskiy Coffee, Stars Kanokov Coffee და Stars Coffee.
საბოლოოდ, „Stars coffee“ 18 აგვისტოს იხსნება.
რუსული მედიის ცნობით, ლოგოზე ქალთევზის ნაცვლად „კოკოშნიკში“ გამოწყობილი გოგო იქნება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, Starbucks-მა რუსეთში ობიექტი დახურა. მაისში კი ქსელმა საბოლოო გასვლის შესახებ გამოაცხადა. ივლისში ცნობილი გახდა, რომ აქტივები რეპერმა ტიმატიმ შეიძინა.
„ჩვენ არ გავუცრუებთ იმედებს ყავის მოყვარულთა მილიონობით არმიას, ამავდროულად, ხარისხიან პროდუქტს, სრულიად ახალ დონეს მივაღწევთ. გრანდიოზული რებრენდინგი არ იგეგმება“, - ამბობდა რეპერი.