„მზად ვართ, მიმდინარე წელს სომხეთის ზოგიერთ სკოლაში ქართული ენის სწავლების პროცესი დავიწყოთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს 18 აგვისტოს სომხეთის განათლების, მეცნიეერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ვაგრამ დუმანიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ქართული ენის შესწავლა სავალდებულო არ იქნება.
„ჩვენ სულაც არ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ სკოლებზე, რომლებიც მდებარეობს ქვეყნის სასაზღვრო რეგიონებში,” - აღნიშნა დუმანიანმა.
მისი თქმით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.