უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და „ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციის“ გამო, დანია თავის საზღვაო ფლოტში 40 მილიარდი დანიური კრონის (5,5 მილიარდი დოლარი) ინვესტიციას განახორციელებს.
NATO-ს წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მორტენ ბოდსკოვმა განაცხადა, რომ ცდილობენ, საკუთარი თავდაცვა უკრაინაში რუსეთის თავდასხმისა და „ევროპაში უსაფრთხოების ახალი ვითარების“ გამო გააძლიერონ.
ბოდსკოვმა ქვეყნის გემთმშენებლობის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, დანიის თავდაცვის სამინისტროსა და მის ეროვნულ საზღვაო ინდუსტრიას შორის პარტნიორობის შესახებ განაცხადა, რათა ქვეყნის გემთმშენებლობის შესაძლებლობები გაზარდოს.
„ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, დანიამ შეძლოს თავის დაცვა“, - განაცხადა ბოდსკოვმა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ დანია კიდევ 110 მილიონი ევროს (113,7 მილიონი დოლარი) ფინანსურ დახმარებას გაუწევს უკრაინას „იარაღის, აღჭურვილობისა და სწავლებისთვის“.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენ დღეს აქ შევთანხმდებით კიდევ უფრო მეტი წვლილის შეტანაზე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, დანია მზად არის, შეასრულოს ჩვენი წილი ვალდებულება“, - განაცხადა ფრედერიკსენმა კოპენჰაგენში დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას.
დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დიდ ბრიტანეთში ამჟამად 130 დანიელი ჯარისკაცი უკრაინელ ჯარს წვრთნის, ხოლო კოპენჰაგენი ასევე ეხმარება უკრაინას კიბერთავდაცვის სფეროში.