აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინისთვის, დამატებითი სამხედრო დახმარების $800 მილიონიან პაკეტს ამზადებს.
Reuters-ის ცნობით, შესაძლოა, ეს ინფორმაცია დღეს ოფიციალურად გასაჯაროვდეს. ამასთან, გამოცემასთან თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ განცხადება შესაძლოა მომავალ კვირას გაკეთდეს ან სამხედრო დახმარების პაკეტის მოცულობა შეიცვალოს.
ბაიდენი დახმარებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაამტკიცებს.
შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა აშშ-ს თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან საუბრის შემდეგ შეერთებული შტატების უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ განაცხადა.