შეერთებული შტატები ჩეხეთს რვა სამხედრო ვერტმფრენს გადასცემს

შეერთებული შტატები ჩეხეთს რვა Bell-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენს გადასცემს. აშშ-ის საელჩოს განმარტებით, გარდა ტრანსფერისა და განახლების ხარჯებისა, ჩეხეთს ვერტმფრენები უფასოდ გადაეცემა.

ჩეხეთი ცდილობს, დააჩქაროს თავისი არმიის მოდერნიზაცია და უარი თქვას საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობაზე. პრაღას ზურს, უფრო მეტი ტექნიკა გადასცეს უკრაინას, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის.