ფინეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან ნარკოტესტი გაიარა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიტიკური ლიდერი ფინელ პოპ-ვარსკვლავთან ცეკვავს.
36 წლის სანა მარინი გავრცელებული ვიდეოში ასახული კადრების გამო, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა.
პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრემიერმა თქვა, რომ ნარკოტესტი ჩააბარა და შედეგებს მომავალ კვირას ელის.
„მე უკანონო არაფერი არ გამიკეთებია. თინეიჯერობის წლებშიც კი არ გამომიყენებია რამე სახის ნარკოტიკი ”, - განუცხადა სანა მარინმა ჟურნალისტებს ჰელსინკში.