პენტაგონმა 19 აგვისტოს გამოაცხადა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ და ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, სადაზვერვო თვითმფრინავებსა და ნაღმსაწინააღმდეგო მანქანებს პირველად გადასცემს.
ახალი პაკეტი $775 მილიონიან დახმარებას მოიცავს. კონკრეტულად, ჩამონათვალი ასეთია:
- დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, რომელიც ცნობილია როგორც HIMARS
- 16 ერთეული 105 მმ-იანი ჰაუბიცა, არტილერიისთვის 36000 ტყვია.
- 15 Scan Eagle უპილოტო საჰაერო სისტემა დაზვერვისთვის.
- 1000 ჯაველინის ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა.
- 50 Humvees-ს (მაღალი გამავლობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა
სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები, საბრძოლო მასალები, ღამის ხედვის მოწყობილობები, თერმული გამოსახულების სისტემები და სხვა.
ნაღმების გამწმენდი სისტემები, მათ შორის 40 MaxxPro Mine Resistant Ambush Protected სატრანსპორტო საშუალება ნაღმების გორგოლაჭებით, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, გაანეიტრალოს რუსეთის მიერ მძიმედ დანაღმული ტერიტორიები სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ასევე - დამატებითი მაღალსიჩქარიანი, ანტირადიაციული რაკეტები (ცნობილია როგორც HARM რაკეტები), რომლებიც უკრაინას რუსული რადარების პოვნასა და განადგურებაში დაეხმარება.
„ამჟამად, მე ვიტყოდი, რომ თქვენ ხედავთ რუსების პროგრესის ბრძოლის ველზე სრულ შენელებას”, - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დაამატა, რომ უკრაინული ძალები ჯაველინებსა და HIMARS-ებს ძალიან ეფექტიანად იყენებენ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის ექვსის შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ოდენობა 10,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, აშშ-მ უკრაინას თავდაცვის სამინისტროს მარაგებიდან, აღჭურვილობა მე-19-ჯერ მიაწოდა.
ბოლო დახმარების შესახებ პენტაგონმა 19 აგვისტოს გამოაცხადა და განმარტა, რომ აშშ კიევის დახამრებას განაგრძობს, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ახალი დახმარების პაკეტშია 15 ერთეული Scan Eagle უპილოტო საჰაერო სისტემა დაზვერვისთვის, რომელიც ვაშინგტონმა კიევს პირველად მიაწოდა.