უკრაინა აცხადებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თითქმის 70% შეასრულა

უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, კიევმა შეასრულა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თითქმის 70% და იცის, რომ აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების ყველა სამართლებრივი პროცედურის დასრულება.ამავდროულად, წლის ბოლომდე უკრაინის ხელისუფლებას ევროკავშირის ლიდერებისგან, გაწევრიანების გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ მეტი პოლიტიკური სიცხადის შეტანა სურს.

ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესი უკრაინის საზოგადოების მთავარ მოტივაციად რჩება, რომელიც უკრაინელების 90%-ზე მეტს აერთიანებს. ის ასევე ენერგიას აძლევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ახლა უკრაინის ევროპული მომავლისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან.

„ჩვენ არ გვინდა, რომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცესი ბიუროკრატიულად წარიმართოს. რა თქმა უნდა, როგორც სახელმწიფო, ვაჩვენებთ ჩვენს შესაძლებლობებს, მაქსიმალურად გავიაროთ წევრობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი სამართლებრივი პროცედურა, მაგრამ არ გვინდა, პოლიტიკოსებმა და ევროკავშირის ლიდერებმა ეს პროცესი ბიუროკრატიაში გადაზარდონ“, - აღნიშნა ოლგა სტეფანიშინამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ქვეყანამ განაცხადა რუსეთის შეჭრის შემდეგ, ომის ფონზე გააკეთა.