პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი 22 აგვისტოს თურქეთს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
პალესტინის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, რომლის ფარგლებშიც მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ.
ლიდერები ასევე განიხილავენ პალესტინაში შექმნილ ვითარებას.
ამასთან, გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც ორივე ქვეყნისთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს.
17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე შეთანხმდნენ.
მანამდე ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ქვეყნებს შორის ხელახალი დაახლოების პროცესი 2020 წლის მაისიდან დაიწყო.