უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შავ ზღვაში დელფინების რაოდენობა სულ მცირე 5000-ით შემცირდა.
უკრაინის ტუზლას ლაგუნების ეროვნული პარკის კვლევის ხელმძღვანელი, ივან რუსევი ამბობს, რომ რუსული ხომალდების მიერ გამოყენებული სამხედრო სონარი აზიანებს დელფინების სმენას და ხელს უშლის მათ ექოლოკაციას, რომელსაც ისინი ნადირობის, ნავიგაციისა და მტაცებლების თავიდან ასაცილებლად იყებენ.
მისი თქმით, ექოლოკაციის დაკარგვის შედეგად, დელფინები მხედველობას კარგავენ, ხდებიან დაუცველები, ეჯახებიან კლდეებს, ნაკლებ საკვებს იღებენ და სწრაფად იკელებენ წონაში.