კვირას, 21 აგვისტოს „ფედერალური მთავრობის ღია კარის დღეზე“ გამართულ ღონისძიებებზე ორი სტუმარი, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივი სურათის გადაღებისას მოულოდნელად წელს ზევით გაშიშვლდა.
ორმა გოგომ, ოფიციალურ შეხვედრაზე საპროტესტო აქცია მოაწყო და ოლაფ შოლცს, „რუსული გაზის ემბარგოსკენ“ მოუწოდა. აქვიის ერთ-ერთ მონაწილეს მკერზე ჰქონდა წარწერა „გაზის ემბარგო -ახლა“.
მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერს მომხდარზე რეაქცია არ ჰქონდა. Focus-ი წერს, რომ „შოლცი ოდნავ გაკვირვებული დარჩა“. აქციის მონაწილე გოგოები ინციდენტის ადგილიდან დაცვამ გაიყვანა.