NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უპრეცედენტო სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს უკრაინას.
გენერალურმა მდივანმა გაიხსენა, რომ ალიანსმა მნიშვნელოვნად გააძლიერა მხარდაჭერა ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ.
„ივნისში, მადრიდის სამიტზე, NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ დახმარების გაძლიერებულ პაკეტზე. ჩვენ უკრაინასთან გრძელვადიან პერსპექტივაში პარტნიორობის ერთგულნი ვართ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
„ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საბჭოთა აღჭურვილობიდან NATO-ს სტანდარტებზე გადასვლაში, გავაგრძელებთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმას და დაგეხმარებით ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გზაზე“, - დაამატა ალიანს გენმდივანმა.
ამავდროულად, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ NATO-მ გააძლიერა ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთში, „რადგან ალიანსის უსაფრთხოების გარანტიები მოსკოვში არასწორი გათვლების ადგილს არ ტოვებს და ისინი მოკავშირეებს საშუალებას აძლევს, მხარი დაუჭირონ უკრაინის თავდაცვის უფლებას“.
„ეს არის ნებისყოფის და ლოგისტიკის ომი. ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.