აშშ-ის ანალიტიკური ცენტრი იუწყება, რომ ლუგანსკის ოლქში რუსმა მარიონეტებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქის პოლიციის რაზმებთან ერთად, ერთობლივი პატრულირების შესახებ გამოაცხადეს, რაც შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ ომის მხარდაჭერა მცირდება.
ISW ასევე ვარაუდობს, რომ რუსულმა ძალებმა შესაძლოა, დონეცკში, კრემლის მარიონეტების ლიდერის შტაბ-ბინაზე „ცრუ დროშის ოპერაცია“ განახორციელეს, რათა გაემართლებინათ თავდასხმა უკრაინის სამთავრობო შენობებზე დამოუკიდებლობის დღეს.
ექსპერტებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინელ ბავშვებს რუსეთში აგზავნიან გასაშვილებლად. ჯერჯერობით, რუსეთის მთავრობის წყაროებმა დაადასტურეს, რომ 1000-ზე მეტი ბავშვია გადაყვანილი რუსეთის ტეტორიაზე.