- გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდით დგომას განაგრძობს - ახლა და მომავალში
პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინის დამოუკიდებლობა დღეს ისევ საფრთხის ქვეშაა და ხალხი იბრძვის მამაცურად იბრძვის თავისი სახლის, ოჯახის, სამშობლოს დასაცავად.
ჯონსონის თქმით, უკრაინელი ხალხი იმსახურებს იმას, რომ თავად განსაზღვრონ ქვეყნის მიმართულება.
„ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს, რადგან არცერთ ძალას არ შეუძლია, გატეხოს 44 მილიონი უკრაინელის პატრიოტული სულისკვეთება. დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით იქნება, რამდენ ხანსაც საჭიროა და უზრუნველყოფს მას სამხედრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ერთ დღეს უკრაინა გაიმარჯვებს და როცა ეს დღე დადგება, ჩვენ, დიდ ბრიტანეთში, კიდევ ერთხელ ვიამაყებთ იმით, რომ უკრაინის მეგობრები ვართ“, - აღნიშნა ჯონსონმა ვიდეოგზავნილში.