რომის პაპმა რანცისკემ, კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს, რომ ომის დასრულებისთვის ნაბიჯები გადადგან და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, შექმნილი ვითარების გამო კატასტროფის რისკები გაანეიტრალონ.
„იმედი მაქვს, რომ ომის დასასრულებლად და ზაპოროჟიეში ატომური კატასტროფის ასაცილებლად, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება,“ - განაცხადა რომის პაპმა.
ფრანცისკემ თქვა, რომ ილოცებს უკრაინისთვის და „უდანაშალოთათვის, რომლებიც იხდიან ფასს სიგიჟისთვის ყველა მხრიდან, რადგან ომი სიგიჟეა."