ევროკავშირი უკრაინისთვის 8 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტზე მუშაობს

ევროკავშირი 8 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი თავის ბლოგში წერს. შესაბამისი ტექსტი ევროპის საგარეო ქმედების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ევროკავშირი ომის დაწყებიდანვე უკრაინელების მხარეს იყო და იცის, რომ ჩვენი საერთო უსაფრთხოება საფრთხეშია. ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სანქციების ექვსი პაკეტი. ჩვენ პირველად დავაფინანსეთ სამხედრო მხარდაჭერის მიწოდება თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის, რათა უკრაინას წინააღმდეგობა გაეწია.

ჩვენ ვუწევთ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას და მაკროფინანსურ დახმარებას, რათა შევინარჩუნოთ უკრაინის სახელმწიფო. მთლიანობაში, ევროპული გუნდის მიერ დღემდე მობილიზებულია 9,5 მილიარდი ევრო“, - აღნიშნავს ბორელი.