ქალაქ კიევში, სიმამაცის ხეივანზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სახელობის დაფა გაიხსნა. ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ესწრებოდნენ.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს უკრაინის მხარდაჭერის ხელმძღვანელობისთვის. მან ასევე მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს ხალხს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინისთვის გაწეული დიდი დახმარებისთვის.
ზელენსკიმ და ჯონსონმა ასევე მოიარეს ქუჩები კიევის ცენტრში და დაათვალიერეს განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის გამოფენა.
სიმამაცის ხეივანი ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანდჯეი დუდამ გუშინ გახსნეს.
ხეივანი უკრაინის დამოუკიდებლობის 31 წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის სახელმწიფო მეთაურის ინიციატივით გაიხსნა.