ყაზახეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 აგვისტოს აზერბაიჯანულ-ყაზახურ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ყაზიმ ჟომართ თოყაევის დღეს ვიზიტის ფარგლებში გაიმართა დეტალური მოლაპარაკებები ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საერთაშორისო პრობლემებზე, ხელი მოეწერა მრავალ დოკუმენტს.
ალიევის თქმით, 20-ზე მეტი დოკუმენტი გაფორმდა შესაბამის სტრუქტურებს შორის.
„ეს ქმნის უფრო ფართო სამართლებრივ საფუძველს ჩვენს ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტებს შორის მინდა განსაკუთრებით გამოვყო ახლახან ხელმოწერილი დეკლარაცია ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცებისა და ალიანსური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. ამ დეკლარაციის სახელწოდება მიუთითებს დოკუმენტის მნიშვნელობაზე. ჩვენ ვართ არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ მოკავშირეებიც. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ჩვენ მზად ვართ ამ პასუხისმგებლობისთვის, დეკლარაცია შეიცავს ჩვენი თანამშრომლობის ბევრ ასპექტს და რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული საფუძველი იქნება ჩვენი მომავალი საქმიანობისთვის“, - აღნიშნა ალიევმა.