„მე ჩამოვედი ბაქოში სპეციალური მისიით - ავიყვანოთ ჩვენი თანამშრომლობა ახალ დონეზე. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში ვაჭრობის მოცულობა პრაქტიკულად სამჯერ გაიზარდა. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის თვითკმაყოფილების მიზეზი. რადგან, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ არის გამოუყენებელი შესაძლებლობები ვაჭრობის გაზრდისთვის“, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 24 აგვისტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გაფართოებულ შეხვედრაზე.
ის მიიჩნევს, რომ ქვეყნების მთავრობებმა უნდა იმუშაონ ხსენებული მიმართულებით, რათა უახლოეს მომავალში ვაჭრობის მოცულობა მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს.
„თქვენ სამართლიანად აღნიშნეთ, რომ ყაზახეთი და აზერბაიჯანი ეფექტიანად ურთიერთობენ ერთმანეთთან საკვანძო საერთაშორისო ასპარეზზე – პირველ რიგში, გაეროში, ეუთოში და თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში. ამ მხრივ, ჩვენს ქვეყნებს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს. ასევე სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნების პარლამენტები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახლანდელ პირობებში“, - დაამატა ყაზახეთის პრეზიდენტმა.