ქალაქის მერის განცხადებით, უკრაინელმა პარტიზანებმა მელიტოპოლში რუსეთის შტაბი ააფეთქეს

ზაპოროჟიეს ოლქის მელიტოპოლის რაიონში, უკრაინელმა პარტიზანებმა ღამით  რუსი ოკუპანტების შტაბი ააფეთქეს, სადაც ისინი ფსევდორეფერენდუმისთვის ემზადებოდნენ.

ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.

„წინააღმდეგობის ძალები არა მხოლოდ მიანიშნებენ, არამედ ხმამაღლა აცხედებენ, რომ ოკუპანტების იქყოფნა არავის უხარია. რაც კავშირში იქნება ფსევდორეფერენდუმთან, ყველაფერი ადგილზე განადგურდება“, - განაცხადა ივან ფედოროვმა.

26 თებერვლის შემდეგ, მელიტოპოლი რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.