უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის კუთვნილ ბანკს $8,1 მილიონის აქტივები გაუყინა

  • სასამართლომ იანუკოვიჩის შვილის ქონება შეიარაღებულ ძალებს გადასცა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის კუთვნილ ბანკს, 8,1 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები გაუყინა. ბანკის აქტივები, რომელიც სავარაუდოდ, ფულის გათეთრებისთვის გამოიყენებოდა, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს გადაეცა.

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვაში რუსეთის დახმარებისთვის, ამ თვის დასაწყისში, ევროკავშირმა ვიქტორ იანუკოვიჩისა და ალექსანდრე იანუკოვიჩის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.