უკრაინელი დეპუტატები პრორუსული პარტიის ყოფილი წევრების პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვენ

ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობის“ პარტიის სამმა წევრმა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ხალხის მსახურის“ პარტიის ერთმა წევრმა უმაღლეს რადაში კანონპროექტი დაარეგისტრირეს.

წინადადება 42 წევრისთვის მანდატის შეწყვეტას ითვალისწინებს, რომლებიც პრორუსულ ოპოზიციურ პლატფორმას წარმოადგენდნენ.

კანონპროექტი ითხოვს ახლად აკრძალული ოპოზიციური პლატფორმის - „მშვიდობისთვის“ 42 ყოფილი წევრის მანდატის შეწყვეტას იმის გამო, რომ მათ პარტიული ჯგუფი ან უკრაინა დატოვეს.

პროექტი უკრაინის ზოგიერთი დეპუტატისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითვალისწინებს, რომლებიც პარლამენტში პოლიტიკური პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ სიით შევიდნენ. რეზოლუციის პროექტის ავტორების თქმით, OPZZ-ის დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია მათი აქტიური ანტიუკრაინული საქმიანობა.