საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამოციქულო ნუნციო, არქიეპისკოპოსი ვისვალდას კულბოკასი მიიწვია, რათა პაპ ფრანცისკეს ბოლო კომენტარის გამო იმედგაცრუება გამოეხატა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომელიც კიევში იტალიელ კოლეგასთან ლუიჯი დი მაიოსთან ერთად ბრიფინგი გამართა.
„ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ რომის პაპ ფრანცისკეს სრული ციტატა და, უპირველეს ყოვლისა, გადავწყვიტეთ, გამოგვეძახა სამოციქულო ნუნციო საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა გამოგვეხატა უკრაინის იმედგაცრუება“, - განაცხადა უმაღლესმა დიპლომატმა.
ყულებამ დაამატა, რომ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა ნუნციო და ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სამინისტროში ნუნციოს გამოძახება უპრეცედენტო შემთხვევაა.
„გულწრფელად ვიტყვი, რომ უკრაინა გულის ტკივილს გამოხატავს რომის პაპის სიტყვების გამო. ეს არ იყო სამართლიანი, - აღნიშნა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში ააფეთქეს მანქანა, რის შემდეგაც კრემლის მთავარი იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დაიღუპა.
უკრაინული მედიის ცნობით, პაპმა ფრანცისკემ დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი" უწოდა.