IAEA: უკრაინის ელექტროქსელთან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის კავშირი აღდგენილია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, უკრაინის ელექტროქსელთან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის კავშირი აღდგა.

მათივე ინფორმაციით, ატომური სადგური დღის განმავლობაში ქსელიდან სულ მცირე ორჯერ გამოირთო.

„უკრაინამ აცნობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA), რომ ქვეყნის ატომურმა ელექტროსადგურმა (ZNPP) დღეს დროებით დაკარგა კავშირი მის ბოლო დარჩენილ 750 კილოვოლტ (კვ) გარე ელექტროგადამცემ ხაზთან, განაცხადა გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ.

აქტიური კონსულტაციებისა და მისიისთვის მზადების ფარგლებში, გენერალური დირექტორი დღეს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა“, - იუწყება სააგენტო.