მონტენეგროს ციფრულ ინფრასტრუქტურაზე უპრეცედენტო კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ სახელმწიფო მმართველობის მინისტრმა მარას დუკაიმ Twitter-ზე დაწერა.
„ზოგიერთი სერვისი უსაფრთხოების მიზნით დროებით გათიშულია, მაგრამ მოქალაქეებისა და კომპანიების საკუთრებაში არსებული ანგარიშებისა და მათი მონაცემების უსაფრთხოება არ დაზიანებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დუკეიმ განაცხადა, რომ კიბერშეტევა, რომელიც ხუთშაბათს საღამოს დაიწყო, 2015 და 2016 წლების თავდასხმების მსგავსი იყო. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ამის შესახებ მონტენეგრომ მოკავშირეებს აცნობა.
ჰაკერული თავდასხმები მონტენეგროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ციფრულ ინფრასტრუქტურაზე პირველად 2016 წლის არჩევნების დღეს განხორციელდა. კიბერშეტევა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა 2017 წელს, როდესაც ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებას აპირებდა.