"სარფის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, ბოლო პერიოდში საქართველოში შესვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის შემხვევები გახშირდა", - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ქალაქ ტრაბზონში, რუსეთის გენერალური საკონსულო ავრცელებს.
საქართველოში შესვლაზე უარს ეუბნებიან, როგორც ყირიმის მცხოვრებლებს, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მოქალაქეებს, რომლებსაც ასევე რუსეთის მოქალაქეობა აქვთ“, - ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.
საკონსულოს ინფორმაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები ყოველდღიურად ფიქსირდება.