"უკრაინამ საზღვაო გზით ბოლო ერთი თვის განმავლობაში განახორციელა სოფლის მეურნეობის 1 მილიონ ტონაზე მეტი პროდუქციის ექსპორტი", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა უკვე თითქმის ერთი თვეა ძალაშია და ამ დროის განმავლობაში ჩვენმა სამმა საზღვაო პორტმა განახორციელა 1 მილიონ ტონაზე მეტი პროდუქციის ექსპორტი. მიზანია თვეში 3 მილიონი ტონის მიღწევა", - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ივლისში რუსეთმა და უკრაინამ გაეროს შუამავლობით მიაღწიეს შეთანხმებას ექსპორტის განახლების თაობაზე.