უკრაინაში, რუსეთის შეჭრიდან 7 თვის შემდეგ, მოსკოვში რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილის ევგენი სეკრეტარიევის მანქანა დაიწვა.
ავტომობილ BMV X6-ს ხანძარი მისი სახლის ეზოში, ლენინგრადის გზატკეცილზე გაუჩნდა. მანქანის უკანა ნაწილი მთლიანად დაიწვა.
გამოძიება არ გამორიცხავს, რომ სეკრეტარიევის ავტომობილი დაწყვეს.
ევგენი სეკრეტარიევი რუსეთის ფედერაციის გენშტაბის მე-8 განყოფილებაში მუშაობს, რომელიც სამხედრო ცენზურაზეა პასუხისმგებელი. განყოფილების თანამშრომლები „რუსეთის ჯარის შესახებ მედიაში ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“ აკონტროლებენ.