ყაზახეთმა სამხედრო ნაწარმის ექსპორტი შეაჩერა

ყაზახეთი სამხედრო პროდუქციის ექსპორტს 2023 წლის აგვისტოს ბოლომდე შეაჩერებს. ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურმა გავრცელა.

„გადაწყვეტილება თავდაცვის ინდუსტრიის საკითხთა კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ალიხან სმილოვი ხელმძღვანელობდა“, ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.

„მონაწილეებმა 2023 წლის აგვისტოს ბოლომდე, მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს წინადადება იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო პროდუქციის ექსპორტის შეჩერების საკითხი განიხილეს. ამ წინადადებას მხარი კომისიის წევრებმა დაუჭირეს“, - ნათქვამია განცხადებაში.