უკრაინის 32-ე საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო. თუმცა BBC-ის ცნობით, ლვოვისა და ხარკოვის გუნდებს შორის მატჩი 4 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა. ამის მიზეზი კი ის ფაქტი გახდა, რომ საჰაერო განგაშის გამო, თამაში სამჯერ შეწყდა.
32-ე ჩემპიონატის ფარგლებში მატჩი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გაიმართა, თუმცა მოედანზე განვითარებული მოვლენების დეტალები მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების და ორივე კლუბის გამძლეობის წყალობით, მატჩი დასრულდა და თამაში უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა", - წერს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პრესმდივანი ალექსანდრ გლივინსკი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კადრებში ჩანს, რომ მოთამაშეებს ხელში ეჭირათ ბანერი წარწერით - „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა".