მელიტოპოლის მერი: ზაპოროჟიეს რეგიონში ოკუპანტები „რეფერენდუმის“ ნაცვლად, „არჩევნების“ ჩატარებას გეგმავენ

ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოლაბორანტებმა გადაწყვიტეს, 11 სექტემბერს ფსევდორეფერენდუმი არ გამართონ. სამაგიეროდ, სურთ, ჩაატარონ ე.წ. გამოკითხვა, სადაც ხალხი ხმის მიცემას რუსეთშიც კი შეძლებს.

ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა.

„მონაწილეობა სხვა ქალაქების და თუნდაც ქვეყნების მცხოვრებლებს შეეძლებათ. უნდათ, რომ რუსეთში გაიხსნას ასეთი უბნები, რათა გააყალბონ ხმები და განაცხადონ, რომ 110% მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციას“, - განაცხადა მერმა.

ორი კვირის წინ ქალაქსა და რაიონში უკრაინის წინააღმდეგობის ძალებმა რეფერენდუმის ჩატარების საწინააღმდეგო მოძრაობა დაიწყეს. დაანგრიეს პარტიის შტაბი, მოკლეს მიხაილივკაში თანამშრომელი, ხოლო მიხაილივკის ფსევდოპოლიციის უფროსი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ფედოროვმა ასევე დაამატა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის სპეცსამსახურებმა მიიღეს უამრავი ზარი თანამშრომლებისგან, რომლებსაც აღარ სურთ ოკუპანტებთან თანამშრომლობა.