თურქმენეთის საერთაშორისო საზღვაო პორტი „თურქმენბაში“ შესაძლოა, რეგიონული სავაჭრო ცენტრი გახდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირში (IRU) განუცხადეს.
„ინტერმოდალური ვაჭრობის სფეროში ამბიციების განხორციელების წინ, „თურქმენბაშის“ საზღვაო პორტი შესაძლოა რეგიონული სავაჭრო ცენტრი გახდეს და სატრანსპორტო და სატრანზიტო პროცესებში თავისი როლი გააძლიეროს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამასთან, საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის (TIR) სისტემის ინტერმოდალური ფუნქციები თურქმენეთს ამ ამბიციების განხორციელებაში ხელს უწყობს.
„ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურა „თურქმენბაშის პორტში“ და სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებში თურქმენეთის, როგორც რეგიონალური სავაჭრო ცენტრის როლის გასაძლიერებლად გამოიყენება. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ განვითარებას თურქმენეთის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, - აცხადებენ IRU-ში.