Reuters-ის კორესპონდენტის ცნობით, ნიკოლაევი ორშაბათს რუსული დაბომბვის ქვეშ მოექცა. მისი თქმით, ჭურვები სკოლის გვერდით მდებარე სახლს მოხვდა. ამ კერძო ლოტზე ორი შენობა ნანგრევებადაა ქცეული.
სახლის მეპატრონემ ალექსანდრე შულგამ სააგენტოს კორესპონდენტს განუცხადა, რომ მთელი ცხოვრება ამ სახლში ცხოვრობდა, ცოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
ნიკოლაევის მერი ალექსანდრე სენკევიჩი „ტელეგრამაში" სულ მცირე ორი დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა.
ნიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ დაშავებულია 24 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის ადგილზე მივიდნენ სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლები, რომლების უკრაინაში, რუსეთის სამხედრო დანაშაულებს იკვლევენ.