Maxar Technologies-ის ახალი სატელიტური სურათების მიხედვით, ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის შენობის სახურავზე ოთხი ხვრელი გაჩნდა.
რუსეთის მიერ „დანიშნულმა„ ხელმძღვანელმა ზაპოროჟიეს რეგიონში, ვლადიმერ როგოვმა განაცხადა, რომ ეს ხვრელები კომპლექსზე უკრაინის სამხედრო დარტყმის შედეგია.
როგოვმა ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც ერთ-ერთი ხვრელი ჩანს.
CNN-მა დაადგინა და დაადასტურა ფოტოების ავთენტურობა, მაგრამ არ მტკიცდება, რომ ხვრელები უკრაინის სამხედრო დარტყმის შედეგი იყო. უკრაინის მთავრობამ არაერთხელ უარყო, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მათ განახორციელეს სამხედრო დარტყმები ქარხანაზე ან მის მახლობლად. CNN-ის ცნობით, სატელიტურ სურათებზე სულ მცირე სამი რუსული ჯავშანტრანსპორტიორი ჩანს.
რუსეთი ამ დრომდე ამტკიცებდა, რომ ატომურ ელექტროსადგურზე „მძიმე შეიარაღება“ არ ჰყავთ.
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IEIA-ს მისიის წარმომადგენლები 29 აგვისტოს გაემგზავრნენ. ისინი მისიის შესრულებას ამ კვირაში დაიწყებენ.
გროსის განცხადებით, ბოლო დაბომბვამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე ZNPP-ზე პოტენციური ატომური ავარიის რისკს.