ზაპოროჟიეს რეგიონში ოკუპანტებმა თითქმის 500 მშვიდობიანი მოქალაქე მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი.
„ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს 485 მშვიდობიანი მოქალაქე, საიდანაც 207 მძევლად რჩება, 278 ადამიანი გათავისუფლებულია“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
როგორც ცნობილია, ენერგოდარის მერის პირველი მოადგილე ივან სამოიდიუკი და დნეპროუდნის მერი ევგენ მატვეევი რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან.
ამასთან, ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ სტარუხის თქმით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ზიანისა და მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ფიქსირდება.