ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები მზად არიან, უკრაინული ძალებისთვის ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შექმნას გზა გაუხსნან. ამის შესახებ დღეს ბლოკის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ადგილზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. უკრაინას სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას. ზოგადი, საერთო პოლიტიკური შეთანხმება (საწვრთნელი მისიის შესახებ) არის ის, რაც, ვფიქრობ, დღეს უნდა მივიღოთ. იმედი მაქვს, ამ მისიისთვის გვექნება მწვანე შუქი.
პრაღაში საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა იწყება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ ევროკავშირის შესაძლო ვიზების შეჩერებას რუსი ტურისტებისთვის.