ხარკოვზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, დაღუპულია ხუთი და დაშავებულია შვიდი. ხარკოვის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ სინიეჰუბოვმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ცხრა ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა და დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა, ისევ გაიზარდოს.
ხარკოვის ოლქის გუბერნატორმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა დაბომბეს ფრონტის ხაზის რამდენიმე დასახლება ჩუჰუივის, ხარკოვისა და იზუმის სიახლოვეს, რის შედეგადაც ორი ქალი და ერთი კაცი დაშავდა. ასევე ნაპოვნია 27 აგვისტოს რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ცხედარი.