ევროკავშირი უკრაინას კალიუმის იოდიდის 5.5 მილიონ ტაბლეტს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას კალიუმის იოდიდის 5.5 მილიონ ტაბლეტს გადასცემს, რათა ქვეყანაში ადამიანები პოტენციური რადიაციული ზემოქმედებისაგან დაიცული იყვნენ

ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში ჯანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა, რომ კალიუმის იოდიდის ტაბლეტებს განსაკუთრებულ, შეზღუდულ ვითარებაში გამოიყენებენ.

როგორც უცხოური პრესა წერს, უკრაინის მთავრობა ტაბლეტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო „დაცვის დონის გაზრდის“ მიზნით მოითხოვა.

„კალიუმის იოდიდის ტაბლეტები გამოყენებული იქნება შეზღუდულ სცენარებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ინჰალირებული, ან გადაყლაპული რადიოაქტიური იოდის შეწოვა ფარისებრი ჯირკვლის მიერ. არც ერთი ატომური ელექტროსადგური არ უნდა იქნას გამოყენებული ომის თეატრად. მიუღებელია ის, რომ სამოქალაქო პირების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ყველა სამხედრო მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში ჯანეზ ლენარჩიჩმა.