ევროკავშირი უკრაინელი სამხედროებისთვის საწვრთნელი მისიის შექმნაზე შეთანხმდა - BBC

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინისთვის სამხედრო მომზადების პროგრამის შექმნაზე, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა.

ჯოზეფ ბორელმა პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ წევრმა ქვეყნებმა ერთიანი მიზნის მისაღწევად უნდა იმუშაონ.

„შემიძლია ვთქვა, რომ ყველა წევრი ქვეყანა მკაფიოდ თანხმდება ამაზე და სამუშაოს დაწყებაზე, რომელიც აუცილებელია უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის პარამეტრების დასადგენად“, - განაცხადა ბორელმა.