უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა.
პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შვიდი სხვა წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებისას, კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ ომს და მათ პასუხი უნდა აგონ“.
სანქციები მოიცავს აქტივების ბლოკირებას, რესურსების ტრანზიტის, ფრენების შეჩერებას უკრაინის გავლით, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში მონაწილეობის აკრძალვას. ოფიციალური ვიზიტების გაუქმებას და სხვა.