აშშ-ის სენატის დელეგაცია უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის სენატის დელეგაცია ბუჩას, ირპენსა და ჰოსტომელს ეწვია.

დელეგაცია რესპუბლიკელი რობ პორტმანისა და დემოკრატი ემი კლობუჩარისაგან შედგებოდა.

სენატორებმა ქალაქ ირპენის დანგრეული უბნები მოიარეს. 

ჰოსტომელში სენატორებმა მოინახულეს ანტონოვის აეროდრომი, სადაც განადგურებული (Mriya/Ruslan) თვითმფრინავები ნახეს.

სენატორებმა უკრაინელ სამხედროებს გამბედაობისთვის მადლობა გადაუხადეს.