უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკი და NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რეკომენდაციებზე მუშაობას ასრულებს.
ერმაკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ოცნება გეგმად იქცევა.
„ჩვენ შევდივართ ამ სასტიკი ომის ახალ ფაზაში. ფრონტზე განვითარებული მოვლენების ფონზე, დროა, ჩვენმა პარტნიორებმა გადადგან ახალი გადამწყვეტი ნაბიჯები უკრაინის შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ამ გარანტიებმა უნდა შექმნას უსაფრთხოების ახალი წესრიგი ევროპის კონტინენტზე და თავიდან აიცილოს ახალი ომი მის შუაგულში“, - აღნიშნა ერმაკმა.
მისი თქმით, ჯგუფის წევრების ერთობლივი ძალისხმევით, ორ თვეზე ნაკლებ დროში შემუშავდა რეკომენდაციების ყოვლისმომცველი პროექტი.
„ეს დოკუმენტი მოიცავს გარანტიების ფართო სპექტრს: სამხედრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ სანქციებს. როგორც კი საბოლოო ვერსია მომზადდება, დოკუმენტი დასამტკიცებლად გადაეცემა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის“, - აღნიშნა იერმაკმა.
უსაფრთხოების სამომავლო გარანტიები უნდა გახდეს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების ნაწილი, კერძოდ, უკრაინასა და გარანტორ ქვეყნებს შორის ხელშეკრულებები, ხაზგასმით აღნიშნა ერმაკმა.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში ყოფილი მინისტრი ვოლკან ბოზკირი ჯგუფს ახალი წევრის რანგაში შეუერთდა.