"ჩვენ უზრუნველვყოფთ წყაროების დივერსიფიცირებას, ვზოგავთ ენერგიას და ვინახავთ მას. ჩვენი გაზის საწყობი უკვე 80%-ითაა შევსებული", - ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განცხადა.
მისივე თქმით, განახლებადი წყაროებია საჭირო, რადგან რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება შემცირდეს.
„ევროკავშირის დონეზე, ჩვენ უზრუნველვყოფთ წყაროების დივერსიფიცირებას, ვზოგავთ ენერგიას და ვინახავთ მას. ჩვენი გაზის საწყობი უკვე 80%-ითაა შევსებული, მაგრამ იმისთვის, რომ შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე, განახლებადი წყაროები გვჭირდება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
დღეს დილიდან რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყვიტა. კომპანია „გაზპრომი“ ერთ-ერთი სადგურის აგრეგატზე ჩასატარებელ ტექნიკურ სამუშაოზე მიუთითებს და ამბობს, რომ გაზის მიწოდება 3 სექტემბრის 04:00 საათამდე შეწყდება.