კანადაში საქართველოს ელჩად კახა იმნაძე დაინიშნა. ამის შესახებ იმნაძე Twitter-ზე თავად წერს.
„ვტოვებ ნიუ-იორკს სიამაყით, საქართველოსა და გაეროს საქმეში შეტანილი წვლილისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს შემცვლელს, დავით ბაქრაძეს. მოუთმენლად ველი ჩემს მომავალ საქმიანობას ოტავაში, სადაც გავარძელებ ჩემი ძვირფასი ძველი მეგობრის, კონსტანტინე ქავთარაძის მიერ დაწყებულ მუშაობას საქართველოში-კანადის მეგობრობისა და თანამშრომლობის წარმატებისთვის“, - წერს იმნაძე.
ცნობისთვის, 2013 წლის ივლისიდან კახა იმნაძე გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობდა.